ნაგვის ურნებს თბილისში მიწისქვეშ განათავსებენ

გამოწერა
ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის კონტეინერები თვალთახედვიდან გაქრება.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალურ კომპანია „თბილსერვის ჯგუფს" დაავალა ახალი საპილოტე პროექტის ამოქმედება – ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის კონტეინერების მიწისქვეშ განთავსება.

„ამის გაკეთება ძალიან მარტივია და ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. შესაბამისად, ურნების მიწის ქვემოთ განთავსების შემდეგ ეს ადგილები ზემოდან დახურული იქნება, არ იქნება თვალშისაცემი და, რაც მთავარია, მეტი სისუფთავე შენარჩუნდება. შეიძლება ნარჩენების სეპარირებაზეც ვიფიქროთ", – აღნიშნა კალაძემ.

Каха Каладзе в новом автобусе - Sputnik საქართველო
კალაძე მგზავრის როლში - თბილისში ახალი ავტობუსები გამოჩნდა

ნაგვის მიწისქვეშა ურნებს შახტში სპეციალური ლიფტით უშვებენ, ხოლო ზემოთ მხოლოდ ნაგვის მიმღები ჩვეულებრივი განყოფილება რჩება.

ეს პროექტი ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები უახლოეს ხანში დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება, ამიტომ ქუჩას ნაწილ-ნაწილ გადაკეტავენ, რათა მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას.

თბილისის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2019 წელს 357 მლნ ლარია გამოყოფილი.

ყველა ახალი ამბავი
0