17:27 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
თბილისის ბოტანიკური ბაღი

თბილისში ფიჭვებს მავნებელი ანადგურებს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (56)
90 0 0

იმის გამო, რომ 1990-იან წლებში ხეების დაავადებას არასწორად მკურნალობდნენ, დღეს მათი მოჭრა გახდა საჭირო

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში ფიჭვების 90% მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა ქალაქის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

ის, რომ ხეები დაავადებულია, გარეგნულად არ ჩანს, მაგრამ ქერქის შიგნით სავსეა პარაზიტებით, განაცხადა მერმა.

„სამწუხაროდ, ფიჭვების დაავადება გადამდებია. ეს სერიოზული პრობლემაა და მგონია, რომ ეს მარტო თბილისის პრობლემა არ არის, სხვადასხვა რეგიონებშიც, მგონია, გვაქვს ანალოგიური პრობლემები“, - აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, აღნიშნული დაავადება 1990-იან წლებში გავრცელდა, მაგრამ შეწამვლის დროს იყენებდნენ არასწორ ნივთიერებებს, ტარდებოდა სოკოს საწინააღმდეგო ზომები, რაც აბსოლუტურად არაეფექტური იყო. ამჟამად დედაქალაქში ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული ჭრა მიმდინარეობს, განაცხადა მან.

„ეს დადასტურდა იმ კვლევებით, რომელიც ჩვენმა ესპანელმა პარტნიორებმა გაგვიკეთეს, რომ იყო აბსოლუტურად არაეფექტიანი. შესაბამისად, ჩვენ მთლიანად ვცვლით დამოკიდებულებას“, - განაცხადა ბითაძემ და აღნიშნა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში მთლიანად ახლებური მეთოდები დამკვიდრდება.

დაავადებული ხეები მოიჭრება, მაგრამ მთავარი მიზანია - დაავადების გავრცელების მარშრუტის დადგენაა.

მერის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ღონისძიებები ერთხელ და სამუდამოდ, არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ საქართველოსთვის გადაჭრის ამ პრობლემას.

ამასთან კალაძე ვარაუდობს, რომ ის ფიჭვები, რომელიც შეწამვლას ექვემდებარება, გადარჩება, ხოლო დაავადებული ხეები მოიჭრება, რათა ჯანსაღი ნარგავები არ დაინფიცირდეს. მერმა აღნიშნა, რომ ფიჭვების მოჭრის პარალელურად დედაქალაქში ახალი ხეები დაირგვება.

თემები:
თბილისის მერია (56)

მთავარი თემები