კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliკუს ტბა
კუს ტბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის მიხედვით, ბილიკი წლის ბოლომდე მოეწყობა და მისი სიგრძე ექვსი კილომეტრი იქნება.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თბილისში ახალი საფეხმავლო ბილიკი გაჩნდება, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კუს ტბასთან ახალი ნარგავები გაჩნდება>>>

როგორც მან აღნიშნა, ამ ბილიკის გასწვრივ უკვე დასრულდა ტყის ინვენტარიზაცია და გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. გარდა ამისა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) გამოყო გრანტი და მომავალში მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

„ეს იქნება მიმზიდველი როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც თბილისში შესაძლებლობა ექნებათ ისეთ სივრცეებს გაეცნონ, რომლებიც ადრე ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო“, – აღნიშნა ბითაძემ.

საფეხმავლო ბილიკის სიგრძე დაახლოებით 6 კილომეტრი იქნება. ბილიკის გასწვრივ მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, გადმოსახედი მოედნები.

გარდა ამისა, დაახლოებით 20 ჰა ფართობზე ტყის აღდგენის ღონიძიებები განხორციელდება.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
საქართველომ ტყის ხანძრებთან ბრძოლის მიზნით სპეცტექნიკა შეიძინა

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს ტურისტული მიზნებით დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეები ავითვისოთ“, - აღნიშნა ბითაძემ.

პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

კუს ტბა მთაწმინდის ქედის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და მდინარე ვარაზისხევის წყლით იკვებება. მისი მაქსიმალური სიღრმეა სამი მეტრი.

კუს ტბა თბილისელთათვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის დასვენებისა და გართობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. ტბის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია სასეირნო ბილიკებით, სპორტული მოედნებით, აქვე ფუნქციონირებს რამდენიმე კაფე და რესტორანი. კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილში განთავსებულია ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც საქართველოს მინიატიურული მოდელია. კუს ტბაზე მოხვედრა შეიძლება როგორც ავტომობილით, ისე საბაგირო გზით.

მთაწმინდის გასართობი პარკი ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 100 ჰექტარზეა გადაჭიმული. 1938 წელს გაშენებული პარკი 2000-იან წლებში განახლდა და თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა ღონისძიება, ყველის, ნაყინისა თუ ყვავილების ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და სხვ. ტერიტორიაზე უამრავი ატრაქციონი და კაფე-ბარია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0