„ყაზტრანსგაზი“: მარტში 2,9 ათასზე მეტი გაზის დანადგარი ჩაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ყაზტრანსგაზის“ მანქანა
„ყაზტრანსგაზის“ მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (585), ჩუღურეთში (430 ) და სანზონაში (332) ჩაიხსნა.

თბილისი, 7  აპრილი - Sputnik. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა 2019 წლის მარტის თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 2915 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღიაკამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
რუსთავში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

გავრცელებული ინფორმაციით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღიაკამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აფრთხილებს მოსახლეობას, კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღიაკამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე მეზობლებისთვის.

არსებული ინფორმაციით, მარტის თვეში ყველაზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი სამგორში (585), ჩუღურეთში (430) და სანზონაში (332) ჩაიხსნა.

2019 წლის თებერვალშიც მსგავსი ვითარება იყო - კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა 2,5 ათასი კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი გაზის ხელსაწყო განმეორებით მოხსნეს.  ოჯახები, სადაც ეს დანადგარები ჩახსნეს, მათი გამოყენების საფრთხის შესახებ ადრე გააფრთხილეს, მაგრამ ბევრმა ეს არ გაითვალისწინა. განმეორებითი შემოწმებისას ბევრ შემთხვევაში „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს იგივე სურათი ხვდებოდათ.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ბებია, შვილი და შვილიშვილები მოიწამლნენ

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, კომპანიის სპეციალისტებმა 2018 წელს თბილისში საცხოვრებელ ბინებში 70 ათასამდე კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი ჩახსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0