თბილისის ცენტრი ახალ ფერებში განათდება: თბილისის მერმა განკარგულება გასცა

© Sputnik / Alexander Imedashviliბარათაშვილის ქუჩა
ბარათაშვილის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემუშავდება პროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრში ისტორიული შენობების ერთ ფერში განათებას გულისხმობს.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ კომპანია „თბილსერვის ჯგუფს" ქალაქის ისტორიული ნაწილის მხატვრული განათების ახალი პროექტის მომზადება დაავალა.

თბილისის ცენტრში მრავალი შენობა არქიტექტურული განათებითაა გაფორმებული.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
როდის დასრულდება ორბელიანის მოედნის რესტავრაცია – კალაძემ თარიღი დაასახელა

„თქვენ, ალბათ, დაკვირვებული ხართ, რომ პუშკინის ქუჩის N19-დან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის N26-ის ჩათვლით ტერიტორია საკმაოდ მოუწესრიგებელია. ეს განსაკუთრებით ღამის საათებში ჩანს. მხედველობაში მაქვს მხატვრული განათება. წითელი, ყვითელი, ლურჯი – ეს არეული ფერები ხიბლს და სილამაზეს უკარგავს ამ კონკრეტულ ადგილს. არადა ეს ისტორიული ადგილია", – განაცხადა ქალაქის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მერმა შესაბამის სამსახურს დაავალა პროექტის შემუშავება, სადაც ამ შენობების განათება ერთ ფერში მოხდება. გარდა ამისა, დაავალა ბარათაშვილის აღმართზე კლდის მხატვრულად განათების პროექტის შემუშავება.

„ეს ქუჩა რეაბილიტაციის შემდეგ მართლაც ულამაზესი გამოვიდა და მიმაჩნია, რომ მხატვრული მინათების პირობებში ის უფრო მომხიბვლელი და შთამბეჭდავი გახდება", – განაცხადა კალაძემ.

წელს, საკრებულოს მიერ დამტკიცებული თბილისის მერიის 2019 წლის ბიუჯეტის თანახმად, ქალაქის განათებაზე 12 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0