ვახუშტის ხიდი დღეს რამდენიმე საათით დაიკეტება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსარემონტო სამუშაოები ვახუშტის ხიდზე
სარემონტო სამუშაოები ვახუშტის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი თბილისში დღეს დილით რამდენიმე საათით მთლიანად დაიკეტება.

თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა წლის ბოლომდე იზღუდება >>

ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება დილის 09:30-დან 11:30 საათამდე, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება წერეთლის გამზირიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი მტკვარზე 1978 წელს აიგო. მისი საერთო სიგრძე 220,5 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე - 21 მეტრია.

ხიდის სარემონტო სამუშაოების დაწყების გადაწყვეტილება 2015 წელს კვლევის შედეგად არის მიღებული, რომელიც მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარდა. სამუშაოებს, რომელიც ხუთ თვეს უნდა გაგრძელდეს, ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0