„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფიფიების, ბათუმის, თევდორე მღვდლის, გორის, ვახუშტი ბაგრატიონის, ცემის, ზუგდიდის, ცაბაძის, ფოთის, სოხუმის, ვორონინის და იროდიონ ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის, ვიქტორ კუპრაძის, სესილია თაყაიშვილის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, მუხაძის, ჩხავერის, ქინქლაძის, თავკვერის და ველისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, გამრეკელის, კუტუზოვის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის და ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის და დიდი დიღმის IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, ლაღიძის, ბროსეს, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, აპოლონ ქუთათელაძის, ჭანტურიას, ვირსალაძის, გერცენის, ალ.ჭავჭავაძის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადიკვარის, ფხოვის, თაბუკაშვილის, ვეკუას, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თარხნიშვილის, მელიქიშვილის და რაზმაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, გარიყულის, თიანეთის, სიხარულიძის, სამუელ ბუაჩიძის, ჩარგლის და მრევლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გლდანულას, კაჭარავას, ჯანჯღავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ჯანაშვილის, მეგობრობის, გლდანის ხევის, ულიანოვის, გმირ კურსანტთა, ქერჩის და კობერიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის, ვაზისუბნის I, II, IV მიკრორაიონების, ვაზისუბნის დასახლების, მხატვრების დასახლების, მეტრომშენის დასახლების, შანდორ პეტეფის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, სულაქველიძის, ალექსანდრე წულუკიძის, მუსხელიშვილის, ბერი გაბრიელ სალოსის, ალუბლების და ხელოვანთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0