ერთად დავასუფთაოთ თბილისი – აქტივისტები ქალაქს მოაწესრიგებენ

© Sputnik / Levan Avlabreliდასუფთავების სამსახურს თბილისის ქუჩებიდან ნაგავი გააქვს
დასუფთავების სამსახურს თბილისის ქუჩებიდან ნაგავი გააქვს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა აქტივისტები ყველას მოუწოდებენ ქალაქის დასუფთავების აქციაში ჩართვისკენ.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. დსთ-ისა და ევროპის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელი ნესტან ჩიტაია სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისელებს ქალაქის ნაგვისგან დასუფთავებისკენ მოუწოდებს.

ჩიტაიამ გადაიღო ვიდეო, რომელშიც აანონსებს აქციას და დედაქალაქის მცხოვრებლებს მიმართავს. აქცია 24 თებერვალს გაიმართება.

„ვცხოვრობთ თბილისში და ყველას გვიყვარს ჩვენი ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ გვიყვარს ქალაქი, არის სხვადასხვა პრობლემა. პირველი პრობლემა, რომელიც ჩანს, ისაა, რომ ვერ ვიცავთ სისუფთავეს ქალაქში. ჩვენ რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ. 24 თებერვალს გეპატიჟებით სადგურის მოედანზე. იქ გაიმართება აქცია "შენ ხარ მსოფლიოს ნაწილი", – აცხადებს ჩიტაია.

აქტივისტები ყველას იწვევენ კეთილი საქმის გასაკეთებლად – დავასუფთაოთ თბილისი, თუ გიყვართ ეს ქალაქი.

თბილესელებს ნარჩენების დახარისხებისკენ მოუწოდებენ>>

ქალაქში ნაგვის დახარისხების კუთხით სიახლეები იგეგმება. თბილისის ქუჩებში უკვე განათავსეს საინფორმაციო ბანერები, სადაც ნაგვის დახარისხებისკენ მოუწოდებენ.

ამჟამად ქვეყანაში ნაგვის დახარისხების რამდენიმე საპილოტე პროგრამა ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0