06:09 24 თებერვალი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0162
  • 100 RUB4.0543
  • USD2.6598
 MAN–ის მარკის ავტობუსები

თბილისში ყვითელ ავტობუსებს მწვანე ავტობუსები ჩაანაცვლებს

© photo: Tbilisi City Hall / FB
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (196)
185 0 0

თბილისის მერიამ პოლონეთში 90 „მწვანე“ ავტობუსი შეიძინა.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. უახლოეს დღეებში პოლონეთიდან თბილისში ახალი, МАN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები შემოვა, რომლებიც დიზელზე იმუშავებენ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ახალი ავტობუსები თბილისის მერიას 69 მილიონი ლარი დაუჯდება>>>

ავტობუსების ავტოპარკის განახლება თბილისის მერიის მუშაობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. სამშაბათს კალაძე პოლონეთში, კომპანია МАN-ის ქარხანაში იმყოფებოდა და აღნიშნული ავტობუსები დაათვალიერა. კალაძის სიტყვებით, იმ 90 ავტობუსის ნაწილი, რომელიც მერიამ 2018 წელში შეიძინა, უკვე მზადაა. რაც შეეხება ავტობუსების ფერს, გადაწყვეტილება ქალაქის მოსახლეობასთან ერთად იქნა მიღებული – ახალი ავტობუსები მწვანე ფერის იქნება.  

 „MAN-ის მარკის ავტობუსები, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან, საკმაოდ კომფორტულია. ახლო მომავალში დამატებით 90 ერთეული შემოვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა და წლის ბოლომდე ჩვენ ე.წ. ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას  ვგეგმავთ“, – განაცხადა კალაძემ Facebook–გვერდზე გავრცელებულ რეპორტაჟში.

მერის ინფორმაციით, უკვე გამოცხადდა ტენდერი 220 ერთეული ახალი ავტობუსის შეძენაზე, რომელთა დახმარებითაც იგეგმება არსებული ავტოპარკის განახლება. 

„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წესრიგში მოვიყვანოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორც ავტობუსები, ისე მეტროს ვაგონები უნდა იყოს კომფორტული და ემსახუროს ქალაქს... 2019 წლის ბოლოსთვის აუცილებლად შევცვლით და განვაახლებთ პარკს ევროპული ტიპის ახალი, თანამედროვე ავტობუსებით“, – აღნიშნა კალაძემ.

ახალი ავტობუსები აღჭურვილი იქნება მგზავრების უსაფრთხოების სისტემით, სათვალთვალო კამერით, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემით. ავტობუსებში 27 დასაჯდომი ადგილი იქნება და ასევე იქნება შშმ პირებზე ადაპტირებული. ამასთან, აღჭურვილი იქნება USB-დამტენების რვა წერტილით, რომლებიც დამონტაჟებულია მგზავრებისთვის მოსახერხებელ ადგილზე.

დღეისთვის თბილისში 600–650 ავტობუსი მოძრაობს. მათგან 143 MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და შშმ პირებზეა ადაპტირებული.

თბილისის ავტობუსები დღეში საერთო ჯამში 109,5 ათას კილომეტრს ფარავენ და 1800-ზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

თემები:
თბილისის მერია (196)

მთავარი თემები