თბილისის ცენტრში კიდევ ერთი პარკი გაჩნდება

© photo: Lechkombinati / FBყოფილი „ლეჩკომბინატის" ღობე
ყოფილი „ლეჩკომბინატის ღობე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი „ლეჩკომბინატის“ შენობა 2000–იანი წლებიდან მიტოვებულია, ახლა კი ამ ადგილს ახალი სიცოცხლე მიენიჭება

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ყოფილი „ლეჩკომბინატის“ ტერიტორიაზე, რომელიც ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, ახალი საზოგადოებრივი პარკი გაშენდება.

კომპანიის „ლეჩკომბინატი №1“ Facebook–გვერდზე განთავსდა პროექტის ახალი კონცეფცია და ესკიზები, რომელიც მრავალპროფილური კლინიკისა და მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს.

© photo: Lechkombinati / FBასეთი იქნება ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორია
თბილისის ცენტრში კიდევ ერთი პარკი გაჩნდება - Sputnik საქართველო
ასეთი იქნება ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორია

„შემუშავდა რამოდენიმე პროექტი და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაეთმოს საზოგადოებრივ პარკს, რაც, ჩვენი აზრით, ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ძალიან სასარგებლო შედეგს მოიტანს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იქ, სადაც განთავსებულია დაკონსერვებული სამსართულიანი შენობა, მოეწყობა მუზეუმი და საგამოფენო სივრცე. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია. სწორედ ამ საავადმყოფოში მკურნალობდა პოეტი სიცოცხლის ბოლო წლებში და აქ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 1959 წელს. ტერიტორიის უკანა ნაწილში განთავსდება მარავლპროფილური კლინიკა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

© photo: Lechkombinati / FBასეთი იქნება ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორია
თბილისის ცენტრში კიდევ ერთი პარკი გაჩნდება - Sputnik საქართველო
ასეთი იქნება ყოფილი „ლეჩკომბინატის" ტერიტორია

ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია მიწისქვეშა ავტოფარეხის მოწყობა, რომელიც მოემსახურება როგორც საავადმყოფოს, ისე პარკისა და მუზეუმის სტუმრებს. ამას გარდა, დაგეგმილია საბავშვო მოედნის მშენებლობა და პარკის მოწყობა. ტერიტორიის საერთო ფართობია 14447 კვადრატული მეტრი.

კომპანიამ „ლეჩკომბინატი№1“ საავადმყოფოს შენობა აუქციონზე 2010 წელს შეისყიდა. ახლა ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ლეჩკომბინატის“ შენობა 1930–იან წლებში აშენდა. სამედიცინო დაწესებულებამ ფუნქციონირება 2000–იან წლებში შეწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0