თბილისში ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები მონტაჟდება

© photo: Tbilisi City Hall / FBრკინის ბადეები თბილისში
რკინის ბადეები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 855 ათასი ლარი დაიხარჯა.

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით ქვათაცვენისგან დამცავი ბადეები მონტაჟდება, აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით, სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულებულია   მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.).

„არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.

 „ჩვენ ვაგრძელებთ დამცავი ბადეების დამონტაჟებას, რომ ქალაქში უსაფრთხოება დაცული იყოს. სამწუხაროდ, მსგავსი ადგილი ბევრი გვაქვს და მათ მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს თანამედროვე მიდგომები, რომელიც აღნიშნულ პროექტებზე იქნა გამოყენებული, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დასრულებული სამუშაოების დათვალიერებისას.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქვათაცვენისგან დამცავ ბადეებს კიდევ რამდენიმე მისამართზე დაამონტაჟებს.

სამონტაჟო სამუშაოები თბილისის შპს „მანგიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 855 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ყველა ახალი ამბავი
0