ჭავჭავაძეზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnikსაახალწლო განათება თბილისში
საახალწლო განათება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში საახალწლო განათების დემონტაჟი მიმდინარეობს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ღამით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, იუწყება „თბილსერვის ჯგუფი“.

ჭავჭავაძეზე ავტოტრანსპორტიოს მოძრაობა ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე შეიზღუდება.

შეზღუდვები იმით არის გამოწვეული, რომ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი მიმდინარეობს.

სამუშაოებს კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

საახალწლო განათების დემონტაჟი თბილისში ეტაპობრივად ხორციელდება.

ამის გამო გუშინ ღამით თბილისში მელიქიშვილის გამზირი იყო გადაკეტილი.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერიამ ორ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, შარშან კი ამ მიზნით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0