„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით თავხელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ვასაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის მოედნის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჯიქიას, ბეგაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0