„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 17 იანვარს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ზაქარიაძის, დოლიძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, კალისტრატე ქუთათელაძის, თამარაშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივნის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, გელოვანის გამზირის, სოფელი დიღმის "ნატბეურების" დასახლების, ბერაძის, ძმები კარბელაშვილების, მიქელაძის, სიხარულის, პიმენ ყურაშვილის, ნოზაძის, ეგრისის, სარიშვილის, გოდერძი ჩოხელის, ყუშიტაშვილის, ნიჟარაძის, შალიკაშვილის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მუხიანის I მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0