თბილისის მერია ახალ სპეცტექნიკას შეიძენს

© photo: Sputnikდასუფთავების მანქანა ვაკეში
დასუფთავების მანქანა ვაკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში ნარჩენების მართვის ახალი მოდელი დაინერგება

თბილისი, 3 იანვარი - Sputnik. თბილისის მერიის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“  ნაგვის შემკრებ 90 ახალ მანქანას შეიძენს, განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ, იუწყება ტელეარხი Imedi.

სპეცტექნიკის შეძენა იგეგმება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ისე „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან“ (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე.

„ყველა პრობლემა მოგვარებული არ არის“ - კალაძემ წელს ბოლო სხდომა ჩაატარა >>

ლევან ჯღარკავას თქმით, ნარჩენების მართვის ახალი მოდელი დაინერგება, რომელიც ნარჩენების განცალკევებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, დასუფთავების სპეციალური ტექნიკა უნდა განახლდეს.

„რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია სპეციალური ნაგავმზიდი მანქანების შეძენა როგორც მცირე ზომის, ასევე საშუალო და დიდი. ასევე სპეციალური მანქანების, რომელსაც „ცოცხ მანქანებს“ უწოდებენ“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

პოლიეთილენის პაკეტებით დაბინძურებული გარემო - Sputnik საქართველო
საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება

მისი თქმით, ნარჩენებით გადავსებული მანქანები დედაქალაქში არ უნდა გადაადგილდებოდეს.

„პატარა და საშუალო ზომის მანქანებიდან გადაიტვირთება დიდი ზომის მანქანებში და მიემართება ნაგავსაყრელზე. ამისთვის კეთდება მენეჯმენტის გეგმა", - განაცხადა ჯღარკავამ.

სპეცტექნიკის შესაძენად EBRD-მა 9,3 მილიონი ევრო გამოყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. სპეცტექნიკის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადდა. ხოლო EBRD-ის ფარგლებში ტენდერი 2019 წლის პირველ კვარტალში გამოცხადდება.

ყველა ახალი ამბავი
0