ბეთანიაში მეწყერი ჩამოწვა

© courtesy of Roads Department of Georgiaგაწმენდითი სამუშაოები მეწყერის შემდეგ
გაწმენდითი სამუშაოები მეწყერის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწყერისგან ჩახერგილ გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათში უნდა აღდგეს

თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. ბეთანიაში, ორბელიანის ქუჩაზე დღეს მეწყერი ჩამოწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მიწის მასამ საავტომობილო გზის ნაწილი ჩახერგა.

ორბელიანის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

შემთხვევის ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი და თბილისის მერიის თანამშრომლები იმყოფებიან.

მათი განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0