ღამით რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

© photo: Sputnikთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში რუსთაველის გამზირზე ღამით საახალწლო ილუმინაციის მონტაჟი განხორციელდება

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. თბილისში რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი ღამით გადაიკეტება, რადგან იქ საახალწლო განათებების მონტაჟი იგეგმება, ნათქვამია კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთაველის გამზირი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.

თბილისის მერია: პირველი რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტება >>

„თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლოდ დედაქალაქის მორთვას ნოემბრის დასაწყისიდან ახორციელებს.

წინასაახალწლო სამზადისი ნოემბერის პირველ რიცხვებში დაიწყო. საახალწლო განათება დამონტაჟებულია როგორც რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, ისე ქალაქის გარეუბნებში.

დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე წელს თბილისის მერია ორ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გასულ წელს ამაზე მერიამ სამი მლნ ლარი დახარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0