თბილისის ტელეანძაზე შესაძლოა მბრუნავი რესტორანი გაჩნდეს

© photo: Sputnikმთაწმინდის ხედი
მთაწმინდის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად თბილისის ტელეანძის ტურისტულ ცენტრად გარდაქმნის რამდენიმე ვერსია განიხილებოდა.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ტელეანძის მოდერნიზების ერთ-ერთი პროექტი 70 მეტრ სიმაღლეზე მბრუნავი რესტორნის განთავსებას ითვალისწინებს, განაცხადა ესტონური კომპანიის KOKO architects დირექტორმა ენდრიუს კორესაარმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

KOKO architects-მა ტელეანძის მოდერნიზების პროექტის ორი ვარიანტი უკვე შეიმუშავა. დაზუსტებით ცნობილია მხოლოდ ის, რომ იქ განთავსდება ტურისტული ცენტრი, რესტორანი და გადასახედი მოედანი.

„ჩვენ დაახლოებით 20 ვერსიას განვიხილავდით, თუ როგორი უნდა იყოს ანძა მომავალში. ამ ეტაპზე ორ ვერსიაზე შევთანხმდით. სხვათა შორის, ერთ-ერთი პროექტის თანახმად, რესტორანი, რომელიც ანძაზე 70 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება, მბრუნავი იქნება", – განაცხადა კორესაარმა.

მისი თქმით, სკამები და მაგიდები ერთგვარ რელსებზე განთავსდება და ერთ სრულ ბრუნვას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.

„ახლა თქვენი ქალაქის მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი პროექტის განხორციელება იქნება უკეთესი", – აღნიშნა კორესაარმა.

ტელეანძის მოდერნიზება თბილისს დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაუჯდება.

თბილისის ტელეანძის მოდერნიზების პროექტი უკვე მზადაა>>

დღევანდელი ტელეანძა თბილისში 1972 წელს დაიდგა. მისი სიმაღლე 274,5 მეტრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0