09:57 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
თბილისის საკრებულო

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტი და ტაქსების თემა საკრებულოში

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
13220

სხდომაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარეშე გაგრძელდა, განხილვის მთავარი თემა ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი იყო.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოაცხადა და ამის მიზეზად ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება დაასახელა, იუწყება ტელეარხი „იმედი“. 

სხდომაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარეშე გაგრძელდა, განხილვის მთავარი თემა ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფა. აქედან A კატეგორიის ტაქსები იქნება თეთრი ფერის და მათი მძღოლები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით პარკინგისა და ასევე რეკლამის განთავსების კუთხით; ხოლო B კატეგორიის ტაქსები არ არის სავალდებულო, იყოს თეთრი და მხოლოდ გამოძახებით იმუშავებენ, ამასთან მათ შეღავათები არ შეეხებათ. 

რაც შეეხება ელექტრომობილებს, თუ ტაქსი ამ ტიპის იქნება, ის სრულად გათავისუფლდება პარკინგის გადასახადისგან.

როგორც იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანმა განმარტა, A კატეგორიის ტაქსებს დაურიგდებათ ვაუჩერები, რომლის საშუალებითაც მფლობელები ავტომობილების გადაღებვას შეძლებენ.

ახალი რეგულაციები 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

მთავარი თემები