დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ნაძვის ხის სათამაშო
საახალწლო ნაძვის ხის სათამაშო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო, ნათქვამია თბილისის მერიის „თბილსერვის ჯგუფის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დავით გურამიშვილის გამზირზე, კერძოდ, კინოთეატრ „საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროს სადგურ „სარაჯიშვილამდე" განხორციელდა, სადაც 126 ერთეული საახალწლო სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა.

სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, „თბილსერვის ჯგუფი" საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს ყოველწლიურად ნოემბრის პირველ რიცხვებში თბილისის გარეუბნებიდან იწყებს და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0