„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 5 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ვეკუას, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის, ვასაძის და ხიზამბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას და შევჩენკოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება

ყველა ახალი ამბავი
0