„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 23 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსიძის, კარტოზიას და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის და პეტრიწის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ახალდაბის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ზანდუკელის, ძმები კაკაბაძეების და გურიის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0