„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, შეშელიძის (ნაწილობრივ), ფეიქრების (ნაწილობრივ) და წყალსადენის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კახიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდალის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მეტეხის და რუისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ჩაჩავას (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0