„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 18 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III მიკრორაიონების და გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, შირაქის, შორაპანის, გარეკახეთის, მათიაშვილის, ჩოჩუას, ლაღიძის, მესხეთის, ბუკისციხის და ჯანელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჰოლბრუკის, იუნკერთა და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანდლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ბალანჩივაძის, ბზვანელის და დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჩკორის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ), ედიშერ მაღალაშვილის (ნაწილობრივ) და დავით თავხელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მედეა ჩახავს, ოთარ ჩხეიძეს, გიორგი გეგეჩკორის (ნაწილობრივ), ოთარ ლორთქიფანიძის (ნაწილობრივ) და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გორგასალის, ორთაჭალის და ათონელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს .

დიდგორის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცხვედაძის, რაზმაძის, ტაბიძის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0