„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 17 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ლუბლიანას, ბოხუას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, დავით ჭიჭინაძის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ) და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, გლდანის მასივის V მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის I, II, III, IVბ მიკრორაიონებს, კალოუბნის, იაკობის, დუმბაძის, გამარჯვების, ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზაბავრის, აკაკი ვასაძის, ხიზანიშვილის და შეშელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და ინტენსიფიკაციის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0