16:07 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
ჯოვანი სკუდიერის ქუჩა

თბილისს ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა შეემატა

© FB / Tbilisi City Assembly
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში მოღვაწე არქიტექტორის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. 

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. დედაენის ბაღის მიმდებარე ქუჩას იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელი ეწოდა, იუწყება დედაქალაქის საკრებულო

მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში მოღვაწე არქიტექტორის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და საკრებულოს დეპუტატები.

გიორგი ტყემალაძის თქმით, სკუდიერის თბილისის წინაშე დიდი დამსახურება აქვს.

„ძალიან ბევრი და ლამაზი არქიტექტურული ნაგებობა უკავშირდება მის სახელს არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, მშრალი ხიდი  მისი შემოქმედებაა“, — განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯოვანი სკუდიერის სახელის მინიჭების ინიციატივით საზკრებულოს იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მიმართა.

„ეს არის დიდი პატივი. ჯოვანი სკუდიერის ქუჩა გაიხსნა იმ ადგილას, სადაც მისი შემოქმედების ნაწილია თავმოყრილი. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობებმა იცოდნენ, ვინ იყო ჯოვანი სკუდიერი“, — განაცხადა იტალიის ელჩმა.

ჯოვანი სკუდიერის პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში — ახლანდელი ჩუღურეთისა და ე.წ. მშრალი ხიდი.

გარდა ამისა, სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა.

 

მთავარი თემები