დაპირება შესრულებულია: თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© photo: Sputnikსაცობი შარტავას ქუჩაზე
საცობი შარტავას ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

თბილისის მერი შარტავას ქუჩაზე იმყოფებოდა და დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

რემონტი გზებზე თბილისში - Sputnik საქართველო
კალაძე: მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ

ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

კახა კალაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული მთავარი პირობა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დღისთვის საგზაო მოძრაობა გაიხსნებოდა, შესრულებულია.

„როგორც მოსახლეობის დავპირდით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული. ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ“, — განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

„რაც შეეხება კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება… მოეწყობა ახალი ბორდიური, საფეხმავლო და ველობილიკები, გარეგანათების სისტემა. ასევე, ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება“, — განაცხადა თბილისის მერმა.

ტაქსი - Sputnik საქართველო
თბილისში ლიცენზირებულ ტაქსებს უფასო პარკინგი ექნებათ

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა სამუშაოებში მონაწილე კომპანიებს და ადგილობრივ მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო, კიდევ ერთხელ მოუბოდიშა.

კალაძე: მუხიანი-2-ის დასახლებაში წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდება >>

ამასთან, დედაქალაქის მერმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს და აღნიშნა, რომ მოძრაობის დარეგულირებაში საპატრულო პოლიციამ დიდი წვლილი შეიტანა.

მერიამ დედაქალაქის გზებზე სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო. ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის დასრულებას კი წლის ბოლომდე ვარაუდობენ.


ყველა ახალი ამბავი
0