წინასაარჩევნო პერიოდში თბილისში ქუჩებს სახელები არ შეეცვლება

გამოწერა
არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე ინტენსიურად განხორციელდება უსახელო ქუჩების სახელდება

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე დედაქალაქში მხოლოდ უსახელო ქუჩებს მიენიჭებათ სახელები, წინასაარჩევნო პერიოდში კი სახელდებულ ობიექტებთან დაკავშირებით ცვლილებები არ განხორციელდება, ნათქვამია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომისიის ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში ქუჩებისთვის სახელების გადარქმევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შეჩერდება.

ველოსიპედის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ძეგლი ვარდების მოედანზე - Sputnik საქართველო
რევოლუცია დასრულდა - ვარდების მოედანს სახელი შეეცვალა

„კომისია პასუხისმგებლობით უდგება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ვინაიდან აქტიურად იწყება წინასაარჩევნო კამპანია, ხოლო არჩევნების ჩატარების მნიშვნელოვანი ფაქტორია მოქალაქეების პირადობის დამდგენ დოკუმენტებში და ამომრჩეველთა ერთიან სიებში არსებული მონაცემების იდენტურობა. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე არ განხორციელდეს არცერთი სახელდებული ობიექტისთვის სახელის გადარქმევა, რათა ადმინისტრაციულ ორგანოებს და ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ გარკვეული ხასიათის პრობლემები ხმის მიცემის პროცესში",- ნათქვამია განცხადებაში

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია მითითებული პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად განახორციელებს არსებული უსახელო ქუჩების სახელდებას.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამასთან, ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. 2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად, ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0