„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 17 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე სოლომონ II, ორთაჭალის, წინანაურის, კრწანისის, გორგასლის, სანაპიროს და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, გუდიაშვილის, ბარათაშვილის, პუშკინის, ასათიანის და მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, ცაგერის, დები იშხნელების და იოსებიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის და საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, სვანეთის, ჭყონდიდელის, მრევლიშვილის, დეპოს და კავთისხევის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0