თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 13 ივლისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, ლორთქიფნიძის, ჭონქაძის, იაშვილის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, გორგასლის, შუშინის, ბააზოვის და ფირდოუსის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეტრიწის და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის, ჩიქოვანის, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, დელისის და ზალდასტანიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის II, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.