კალაძე: სტრიტ-არტის მიმართულებით ჯარიმები არ იგეგმება

© Sputnik / Alexander Imedashviliსტრიტ-არტი მიწისქვეშა გადასასვლელში ვაკის პარკთან
სტრიტ-არტი მიწისქვეშა გადასასვლელში ვაკის პარკთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრიტ-არტის მიზანი შენობა-ნაგებობებზე წლობით არსებული ძველი პოსტერებისა და განცხადებების ნარჩენების პრობლემის გადაჭრაა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. სტრიტ-არტის შემქმნელების მიმართ ჯარიმების შემოღება არ იგეგმება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ კვირის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

რეგულაციები არ იქნება! – კალაძემ ქუჩის მუსიკოსებს მწვანე აუნთო >>

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს სტრიტ-არტის შემქმნელების მიმართ ჯარიმების შემოღება იგეგმება. თბილისის მერმა ისაუბრა კანონპროექტზე შენობა-ნაგებობების კედლებზე საარჩევნო მასალისა და სხვა სახის ინფორმაციის განთავსების წესის შესახებ. კალაძის თქმით, სწორედ ამ კანონპროექტის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

კახა კალაძე განმარტავს, რომ კანონპროექტის მიზანი შენობა-ნაგებობებზე წლობით არსებული ძველი პოსტერებისა და განცხადებების ნარჩენების პრობლემის გადაჭრაა.

„ათეულობით წელია, თბილისის იერსახეს ამახინჯებს წლობით მიკრული პლაკატები, განცხადებები და სხვა სახის მასალა. არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონის ფარგლებში, თითქოს ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ არტების და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. გულდასაწყვეტია, რომ მედიასაშუალებებიდან ბევრს შეიძლება, არც კი ჩაუხედავს, ამ კანონში რაზეა საუბარი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სტრიტ-არტი - Sputnik საქართველო
სტრიტ-არტი თბილისის ქუჩებში: მერია ახალ პროექტს იწყებს

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ხელს უწყობს სტრიტ-არტის განვითარებას.

2017 წლის დასაწყისში, ვიდრე მერის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგებოდა, თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი მოინახულა, სადაც იმ დროისთვის გაუსაძლისი ვითარება იყო. კალაძის დავალებით მიწისქვეშა გადასასვლელი დაასუფთავეს, დაამონტაჟეს განათება და ტერიტორიის გასალამაზებლად სტრიტ-არტის მხატვრები მოიწვიეს. მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში 30-მდე მხატვარმა იზრუნა.

დედაქალაქში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელია, მათგან 33 – კომერციული ფართი და ისინი იჯარით არის გაცემული.


ყველა ახალი ამბავი
0