ღვინისა და კერძების ფესტივალი ღია ცის ქვეშ

© Sputnik / Levan Avlabreliთბილისობა
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღვინისა და კერძების ფესტივალი ახალგაზრდა ქართველი მეღვინის ვახტანგ ფაღავას ხსოვნას ეძღვნება.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შაბათს ნატურალური ღვინისა და კერძების ერთდღიანი ფესტივალი გაიმართება, აღნიშნულია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

„ფესტივალზე შეხვდებით ცნობილ ქართველ მეღვინეებს, მევენახეებსა და რესტორატორებს და შეძლებთ მათ მიერ დაყენებული ღვინისა და კერძების დაგემოვნებას, დამატებით გასინჯავთ ახალბედა მეღვინეების „პირველ მოსავალს", — ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამორჩეული ქართული ხელნაკეთი ნივთები.

ქვევრი - Sputnik საქართველო
ორიგინალური ფორმა – ქვევრი და ღვინის მუზეუმი თბილისში

გამოფენის მუსიკალურ გამოფენაზე იზრუნებენ DJ Noxiron, შაკო იაშვილი, Vikea Witched და ოთო ბერძენიშვილი.

ღონისძიება ეძღვნება ახალგაზრდა ქართველ მეღვინე ვახტანგ ფაღავას, რომელიც 2017 წელს ხანძრისას დაიღუპა.

ვახტანგი თბილისში დაიბადა, მაგრამ საცხოვრებლად კახეთში გადავიდა, სადაც შექმნა ღვინის მარანი და აწარმოებდა ნატურალურ ღვინოს ქიმიური დანამატების გარეშე. ის საკუთარ სახლში 30 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა.

ფესტივალი 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ყველა ახალი ამბავი
0