თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია იწყება

© Tbilisi City Hallსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთლიანობაში 2018-2019 სასწავლო წელს დაახლოებით 15 ათასი ბავშვი დარეგისტრირდება.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის  ბავშვების რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება

რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე (kids.org.ge) 12:00 საათზე დაიწყება.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება.  პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები,  ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

მეორე ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც არ შედიან პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. რეგისტრაციის მეორე ეტაპი  22 ივლისს 12:00 საათზე  დაიწყება.

საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

სააგენტოს ცნობით, მთლიანობაში 2018-2019 სასწავლო წელს დარეგისტრირდება დაახლოებით 15 ათასი ბავშვი.

შემოდგომაზე, 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ ბაგა-ბაღს  ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება.
საბავშვო ბაღებში დანერგილია კვებისა და სანიტარული ნორმების ახალი სტანდარტები, თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი სამზარეულოები, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, დაინერგა სპეცპედაგოგების, ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების ინსტიტუტი.

თბილისში 171 სახელმწიფო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც წელს 61 ათასზე მეტი ბავშვი იყო რეგისტრირებული.


ყველა ახალი ამბავი
0