„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 ივნისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიაშვილის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის და ქოშიგორის დასახლების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, კოსტავას, ხვიჩიას, იოსებიძის, საბურთალოს, შარტავას, იყალთოს, ზოვრეთის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, თაბუკაშვილის, ვეკუას, პუშკინის და ვაჩნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის II ჩიხის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და კიევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0