20:24 16 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9495
  • 100 RUB3.8839
  • USD2.6074
ტრანსპორტის მოძრაობა თბილისში

თბილისის აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა 100 დღით შეიზღუდება

© Sputnik / Levan Avlabreli
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (706)
61210

ჯავახეთის ხიდებზე მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, 17 ივნისის ჩათვლით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც იცვლება.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ჯავახეთის ქუჩის გზაგამტარზე აეროპორტის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დღეიდან 100 დღით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეზღუდვა ჯავახეთის (ე.წ. ვარკეთილის) ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა ხიდებზე აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ.

„აეროპორტის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება გზაგამტარის პანდუსიდან ჯავახეთის ქუჩის გავლით და ასევე გაიჭრება გზის გამყოფი გამწვანების ზოლი და მოძრაობის საპირისპირო ზოლში მოეწყობა ერთი სამოძრაო ზოლი, რომელიც გზაგამტარის მერე ისევ შეუერთდება კახეთის გზატკეცილს“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, თბილისის მერიის ცნობით,  ჯავახეთის ხიდებზე (გზაგამტარზე) მიმდინარე საგზაო-სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით, ჩათვლით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც იცვლება.

კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები: N1, N12, N22 და N41 და მიკროავტობუსები: N107, N154, N205 და N221 კახეთის გზატკეცილიდან მეტროსადგურ „ისანთან“ მოსახვედრად, ჯავახეთის ქუჩასა და მოსკოვის გამზირს აღარ გაივლიან. ისინი კახეთის გზატკეცილიდან ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ჩაჩავას ქუჩიდან ჩაუხვევენ.

გარდა ამისა, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოძრავი მიკროავტობუსები N82 და N165 მეტროსადგურ „ვარკეთილთან“, მესამე მასივის — აბაშვილისა და კალოუბნის ქუჩებიდან ავლენ.

ხიდები ათობით წელია ექსპლუატაციაშია და მათი შეკეთება ამ დრომდე არ მომხდარა. პროექტის ფარგლებში იგეგმება დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟი და ახლის აშენება, ჰიდროიზოლაციისა და წყალარინების სისტემის მოწყობა.

პირველ ეტაპზე საავტომობილო მოძრაობა თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით სამი თვის განმავლობაში შეზღუდული იქნება. ამ პერიოდში საავტომობილო მოძრაობა საპირისპირო მხარეს გადაერთვება და მოძრაობა ორმხრივი გახდება.

მეორე ეტაპზე შეზღუდვა აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით შეიზღუდება და, შესაბამისად, საპირისპირო მიმართულება გახდება ორმხრივი.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 1,6 მილიონი ლარია.


თემები:
თბილისი დღეს (706)

მთავარი თემები