18:16 21 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8414
  • 100 RUB3.8647
  • USD2.4573
მიწისქვეშა გადასასვლელი გმირთა მოედანზე

Street Art: ბარათაშვილის მიწისქვეშა გადასასვლელში კედლების მოხატვა დასრულდა

Sputnik / Ksenia Arabuli
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (620)
10010

პირველი მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც ე.წ. Street Art-ის შესრულებით 2017 წლის დეკემბერში მოიხატა, გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იყო.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიწისქვეშა გადასასვლელში, Street Art-ის დასრულებული ნამუშევრები თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის მერის განცხადებით,  ანალოგიური სამუშაოები თბილისის სხვადასხვა უბანში ჩატარდება.

„ძალიან მიხარია ამ ფესტივალში ახალგაზრდების ჩართულობა, მათ გაალამაზეს ქალაქი. ვაპირებთ,თბილისის სხვადასხვა უბნებში, ქუჩებსა და სახლის კედლებზეც განვახორციელოთ ანალოგიური სამუშაოები. ჩამოსულები იყვნენ ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრები. ისინიც მუშაობდნენ და მათაც მინდა მადლობა გადავუხადო. მიხარია, რომ ახალგაზრდების ჩართულობა იგრძნობა ქალაქის გალამაზებაში და ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, — განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით განხორციელებულ ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში ქართველი და  უცხოელი მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას.

„თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებში კედლები ე.წ. STREET ART-ის შესრულებით ეტაპობრივად მოიხატება.

პირველი მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელიც  ე.წ.  Street Art-ის შესრულებით  2017 წლის დეკემბერში მოიხატა, გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი იყო.

უფრო ადრე „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში ვიდეოკამერები დამონტაჟდება. დედაქალაქში 55 მიწისქვეშა გადასასვლელია. აქედან 33 კომერციული ფართი იჯარით არის გაცემული.


თემები:
თბილისი დღეს (620)

მთავარი თემები