ბანაობა ნებადართულია: თბილისის წყალსაცავების სისუფთავე შეამოწმეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliპლაჟი ლისის ტბაზე
პლაჟი ლისის ტბაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები წყლის ხარისხს დედაქალაქის დასასვენებელ ადგილებზე მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში შეამოწმებენ.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის წყალსაცავებში წყლის ხარისხი ნორმებს შეესაბამება, ნათქვამია გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

ამჟამად თბილისში სამი ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავია პლაჟებით: თბილისის წყალსაცავი, კუს ტბა და ლისის ტბა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, მაისში ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, თბილისის წყალსაცავში, კუს ტბასა და ლისის ტბაში წყლის დაბინძურება არ დაფიქსირდა.

© FB / National Environmental Agencyწყლის ხარისხის შემოწმება ლისის ტბაში
Проверка качества воды на озере Лиси - Sputnik საქართველო
წყლის ხარისხის შემოწმება ლისის ტბაში

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

სააგენტოს სპეციალისტები საბანაო სეზონზე — მაისიდან სექტემბრის ჩათვლით წყლის მონიტორინგს თბილისის წყალსაცავებში რეგულარულად ატარებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0