„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გელოვანის გამზირის, გამსახურდიას I, II კვარტლების, კოსტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, ანა კალანდაძის, შარტავას, ბროლოსანის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ოჟიოს, მიროტაძის და აფაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, გამრეკელის, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, ლერმონტოვის, გიგა ლორთქიფანიძის და პაოლო იაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და ჭირნახულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და გოგი დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, აწყურის, კახეთის და შირაქის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0