სად მოეწყობა თბილისში ავტობუსების სავალი ზოლები

© Sputnik / Alexander Imedashviliავტობუსები თბილისში
ავტობუსები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის ბოლომდე მომზადდება პროექტები, რომლებიც თბილისში სატრანსპორტო სისტემის განვითარებას ისახავს მიზნად

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თბილისში ავტობუსების ზოლების სქემას უცხოელი ექსპერტები შეიმუშავებენ, ნათქვამია თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის — „მოტ მაკდონალდის" ხუთი სპეციალისტი პროექტზე თბილისის საქალაქო სამსახურთან ერთად უკვე მუშაობს.

უცხოელი ექსპერტების შეთავაზებით, ავტობუსებისთვის გამოყოფილი ზოლები შესაძლოა მოეწყოს რუსთაველის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, მელიქიშვილის გამზირზე, პეკინის გამზირზე, დიდი დიღმისა და დიღმის მასივის გავლით წერეთლის გამზირზე. მათი მოწყობის შესაძლებლობა ასევე განიხილება ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზეც.

ავტობუსების გაჩერება - Sputnik საქართველო
თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა გაუმჯობესდება

წლის ბოლომდე მომზადდება პროექტები, რომლებიც თბილისში ავტობუსების სპეციალური ზოლების, ე.წ. Bus Lane-ების განვითარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატრანზიტო დერეფნების შერჩევას, პარკირების მართვის სტრატეგიასა და ტაქსების სფეროს რეგულაციებს შეეხება.

პარალელურად, უცხოელი ექსპერტები ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების საკითხებსა და თანამედროვე პროგრამებში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობის გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0