ჯარიმები თბილისში უკანონო გარევაჭრობისთვის შეიძლება გაიზარდოს

© Sputnik / Alexander Imedashviliგარევაჭრობა თბილისში
გარევაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატები მმართველი პარტიიდან გამოდიან წინდადებით, თბილისის ქუჩებში უკანონო ვაჭრობას ჯარიმების მნიშვნელოვნად გაზრდით ებრძოლონ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა შესწორებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, თბილისში უკანონო გარევაჭრობისთვის სანქციები უნდა გამკაცრდეს.

შესწორებების ავტორები არიან დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო".

შესწორებების მიღების შემთხვევაში უკანონო გარევაჭრობა თბილისში, 20 ლარის ნაცვლად, დაისჯება 50-ლარიანი ჯარიმით.

მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში მშენებლობის წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა გაიზარდა

ამასთან, კანონიერი განკარგულების ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის დარღვევა დაისჯება 200 ლარის ოდენობის ჯარიმით, ქონების კონფისკაციით ან შვიდი დღით თავისუფლების აღკვეთით. ამჟამად ჯარიმა ამ დარღვევისთვის 50 ლარია.

ხელმეორედ ამავე დარღვევის შემთხვევაში ადამიანი დაჯარიმდება 300-ლარიანი ჯარიმით (ნაცვლად 100 ლარისა).

გარდა ამისა, ჯარიმა მათთვის, ვინც ვაჭრობს სატრანსპორტო საშუალებიდან ან მისაბმელიდან უნებართვოდ, გახდება 1000 ლარი სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით, ხოლო ხელახლა დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.

საქართველოს ხელისუფლებამ გარემოვაჭრეებთან ბრძოლა არაერთხელ სცადა. გასული წლის მაისში მთელ თბილისში რეიდები ჩატარდა, რის შედეგადაც რიგ ადგილებში ქუჩის ვაჭრობა შეწყდა, თუმცა, ახალი წლის შემდეგ ზოგიერთ ადგილებში ქუჩის მოვაჭრეების ნაწილი კვლავ გამოჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0