„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთელასის სარემონტო ბრიგადა
თელასის სარემონტო ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 13 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო  „ახმეტელი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყალსადენის, ხევძმარის, რამაზ შენგელიას, გობრონიძის, შეშელიძის, ქერჩის, დავით სარაჯიშვილის და ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის ხევის, ნინო ჟვანიას და რამაზ შენგელიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პიკასოს ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ელგუჯა ამაშუკელის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, მეტრო  „ღრმაღელე"-ს მიმდებარე ტერიტორიის და ნუშის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, მიხეილ ჭიაურელის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0