16:29 19 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1134
  • 100 RUB4.1226
  • USD2.7026
პარკი მზიური

პარკ „მზიურის“ განახლებაზე ცხრა მილიონი ლარი დაიხარჯება

© Photo: courtesy of Tbilisi City Hall
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (799)
28 0 0

2015 წლის წყალდიდობისგან დაზარალებულ პარკს ხელახლა ააშენებენ.

თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. პარკი „მზიურის“ განახლებაზე, რომელიც 2015 წლის გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზარალდა, დაახლოებით 9 მილიონი ლარი დაიხარჯება, ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, ხოლო დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი. ამ დროისთვის პარკის განახლებაში მონაწილეობის მიღების სურვილი ექვსმა კომპანიამ გამოთქვა.

განაცხადების მიღება 28 იანვარს დაიწყო და 1 თებერვალს დასრულდა. ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 540 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს.

პარკი „მზიური“ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას ძალიან დაზარალდა. იმ ღამით ვერეს ხეობაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, ასევე ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

წყალდიდობისას დაიღუპა 21 ადამიანი, ორი ამ დრომდე უგზო–უკვლოდ დაკარგულია. საცხოვრებლის გარეშე დარჩა ათობით ოჯახი. „მზიურში“ წყალდიდობის შემდეგ კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოები დაიწყო. პარკში გამოჩნდა განახლებული ამფითეატრი, სოციალური კაფე, საგანმანათლებლო ცენტრი და სპორტული კომპლექსი.

თემები:
თბილისი დღეს (799)

მთავარი თემები