მშენებლობის წესების გამკაცრება: „Sputnik საქართველოს" მკითხველთა აზრი

© photo: Sputnikმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშენებლობის ნებართვის გაცემისას აუცილებელი იქნება ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მონაწილეობა

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. „Sputnik საქართველოს" მკითხველთა უმეტესობა მშენებლობის წესების გამკაცრების ინიციატივას ემხრობა.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
„შემაშფოთებელი სტატისტიკა" – კალაძე თბილისში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე

კითხვაზე „რამდენად ემხრობით მშენებლობის წესების გამკაცრებას", გამოკითხვაში მონაწილეთა 66,7%-მა უპასუხა, რომ „დიდი ხანია საჭიროა მშენებლობის ხარისხის ამაღლება". მკითხველთა 33,3% კი მიიჩნევს, რომ ეს ქაოტური მშენებლობის საკითხს დაარეგულირებს.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობაში, მათ შორის, მშენებლობის სფეროში მოსალოდნელი სერიოზული ცვლილებები თბილისის მერად მუშაობის დაწყებისთანავე დააანონსა.

საქართველოში მშენებლობის სექტორში უსაფრთხოების ნორმები ხშირად ირღვევა. ბოლო დროს გახშირდა ხანძრებისა და უბედური შემთხვევების რიცხვი, ბევრი ახალაშენებული კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია. ქართველი სეისმოლოგები ასევე საუბრობენ საფრთხეზეც, რომელიც თბილისს ემუქრება და საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლების უმეტესობა საშუალო დონის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. საქართველოს მთავრობამ და მერიამ არაერთხელ განაცხადეს, რომ მშენებლობის ნორმების გამკაცრებას გეგმავენ.

ყველა ახალი ამბავი
0