კალაძე: ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები

© FB / Kakha Kaladze Officialკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერი ჩინოვნიკებს მოუწოდებს, ბოროტად არ ისარგებლონ უფლებამოსილებით

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეებსა და ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს სთხოვა, პარკირების სპეციალური საშვების ოჯახის წევრებისთვის გადაცემისგან თავი შეიკავონ.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პარკირების სპეციალური საშვები მხოლოდ სპეციალური დანიშნულების ავტომობილებისთვის არის განკუთვნილი.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით, ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვის და ასევე, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან", — განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერია - Sputnik საქართველო
საკრებულომ თბილისის მერიაში დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმებს „მწვანე შუქი" აუნთო

მერი მიიჩნევს, რომ თავისი მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა მაგალითი უნდა მისცენ სხვებს.

„ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ქალაქს და რიგითი მოქალაქეებისგან არაფრით განვსხვავდებით. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, მოადგილეებსაც ეხება ეს, სამსახურის უფროსებს და ყველა ჩვენს თანამშრომელს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო", — განაცხადა კალაძემ.

უფრო ადრე კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის ხელისუფლება, კომპლექსური მიდგომების გამოყენებით, ქალაქში პარკირების პრობლემას მთლიანად გადაჭრას გეგმავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0