10:04 21 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
კვარტალი „ახალი ტფილისი“. თბილისის ღირსშესანიშნაობები

თბილისის გენერალური გეგმის დასასრულებლად ავტორებმა თვენახევარი ითხოვეს

© video: Sputnik . Ksenia Arabuli
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (664)
42 0 0

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის დასრულების პროცესში უცხოელი ექსპერტები და მერიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. კომპანია City Institute Georgia, რომელმაც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი შეიმუშავა, დასრულებულ გეგმას თვენახევარში წარადგენს, განაცხადა კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქავაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

თბილისის მერიამ ქალაქის გენერალური გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით 2.8 მილიონი ლარი გამოყო. მუშაობა 2015 წელს დაიწყო, 2017 წლის ივნისში City Institute Georgia-მ დოკუმენტი წარადგინა. დეკემბრის ბოლოს მერიამ კომპანიას 10-დღიანი ვადა მისცა იმ ხარვეზების გამოსასწორებლად, რომლებიც ზონირების, ტრანსპორტის განვითარებასა და მშენებლობას ეხებოდა. ვადის ამოწურვის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კომპანიას დოკუმენტის დასრულების ვადების დასახელება მოსთხოვა.

„სითი ინსტიტუტი საქართველო“ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტს მერიას თვენახევარში წარუდგენს. გენგეგმის მოსამზადებლად ბევრად უფრო ნაკლები დრო შეიძლებოდა დაგვჭირვებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან და ჩვენ მათ მოსაზრებებს გავითვალისწინებთ, მაგალითად, ტრანსპორტის სფეროში, ქალაქგეგმარების მიმართულებით“, — განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, პროექტის დასრულების პროცესში უცხოელი ექსპერტები და მერიის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„გენგეგმაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ვიმუშავებთ. ამავე დროს, შევთანხმდით და მერიიდანაც არის დასტური, რომ ამ პროცესში ჩვენთან ერთად მერიის სამსახურებიც ჩაერთვებიან, რათა დოკუმენტი მივიყვანოთ იმ სტანდარტამდე, რასაც დამკვეთი, ქალაქის არქიტექტურის სამსახური ითხოვს“, — განაცხადა სალუქვაძემ.

პროექტზე მუშაობის დასრულების ვადების დასახელება თბილისის მერმა ულტიმატუმის ტონით მოითხოვა. პარასკევს მან ბრიფინგი გამართა და City Institute Georgia-ს დღის ბოლომდე პასუხი მოსთხოვა.

მერის თქმით, მიწათსარგებლობის გენგეგმა ურთულესი კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც სხვადასხვა საკითხისგან შედგება: განაშენიანების გეგმაზომიერი და მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილური ზრდა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პრობლემების გადაწყვეტა, ეკოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, ისტორიული და კულტურული მატერიალური ძეგლების შენარჩუნება და მოვლა.

შემუშავებული პროექტის საჯარო განხილვა ჩატარდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მათ შორის არქიტექტორთა კავშირში, მეცნიერებათა აკადემიაში და საქართველოს უნივერსიტეტებში.


თემები:
თბილისი დღეს (664)

მთავარი თემები