09:59 22 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
დაშლილი ეშმაკის ბორბალი მთაწმინდაზე

რა ემართება ეშმაკის ბორბალს თბილისში?

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (251)
3929 0 0

მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციამ ეშმაკის ბორბლის დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია უარყო

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. თბილისში მთაწმინდის პარკში ეშმაკის ბორბალი რემონტის გამო ნაწილობრივ დაშალეს, აცნობა „Sputnik-საქართველოს“ პარკის მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა ეთო გიგიაძემ.

ეშმაკის ბორბლის თემა სოციალურ ქსელებში დილიდან განიხილება. ზოგი წერს, რომ მისი დემონტაჟი მოხდება და პარკი მთავარი ღირსშესანიშნაობის გარეშე დარჩება. ზოგმა გამოთქვა ვერსია, რომ ეშმაკის ბორბლის კაბინები წაიღო ქარმა, რომელიც თბილისში მთელი ღამის განმავლობაში ქროდა.

Вид на гору Мтацминда с телевышкой и колесом обозрения
© Sputnik / Alexander Imedashvili
Вид на гору Мтацминда с телевышкой и колесом обозрения

„გვინდა დავაწყნაროდ მოსახლეობა და ვუთხრათ, რომ გაზაფხულზე ეშმაკის ბორბალი ისევ ამუშავდება. ამ ეტაპზე ატრაქციონის განახლების სამუშაოები მიმდინარეობს — იცვლება კაბინები, მონტაჟდება განათების ახალი სისტემა. მარტში ეშმაკის ბორბალი დაგვიბრუნდება და უფრო ლამაზი გახდება“, — განაცხადა გიგიაძემ.

მისი თქმით, შეიცვლება ეშმაკის ბორბლის მხოლოდ ვიზუალური მხარე. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამ კუთხით ადრეც არ ყოფილა პრობლემები.

მან აღნიშნა, რომ სარემონტო სამუშაოები 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება.

„ეშმაკის ბორბალი ფაქტობრივად არამარტო პარკის, არამედ მთელი ქალაქის სავიზიტო ბარათია. ამიტომ ის კარგად უნდა გამოიყურებოდეს. ეშმაკის ბორბლის მიმართ ინტერესი მაღალია. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ატრაქციონია. ტურისტები პირველ რიგში სწორედ ეშმაკის ბორბლით ინტერესდებიან, რადგან იქიდან დედაქალაქის ყველაზე ლამაზი ხედი იშლება“, — განაცხადა გიგიაძემ.

გიგანტურ ბორბალზე გასეირნება 5 ლარი ღირს. გიგიაძის თქმით, ამ ეტაპზე ფასის მომატება არ იგეგმება. ეშმაკის ბორბალზე ერთი წრე 15-18 წუთი გრძელდება.


თემები:
თბილისი დღეს (251)

მთავარი თემები