ცხოვრება სპეცოპერაციის შემდეგ - ბინების რემონტი იწყება

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერია დაახლოებით 300 000 ლარის დახარჯვას აპირებს იმ ბინების რემინტზე, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციის დროს დაზიანდა

თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. ბინებს, რომლებიც თბილისში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანდა, მერიის კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს თითქმის 24 საათი გრძელდებოდა. სახლი, რომელსაც ეჭვმიტანილები თავს აფარებდნენ, აფეთქებებისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა. მოვლენები კორპუსის მესამე სადარბაზოში მიმდინარეობდა. ამ სადარბაზოს მცხოვრებნი, 27 ოჯახი, საკუთარ ბინებში დაბრუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ.

„ძირითადი დაზიანებები ხუთ ბინაშია. არის კიდევ ორი ბინა, სადაც უმნიშვნელო დაზიანებებია… ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი დრო დაგვჭირდება, რადგან საერთო ჯამში გასარემონტებელი და გასამაგრებელია დაახლოებით 600 კვადრატული მეტრი ფართობი“, — განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა გივი კუბლაშვილმა.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
ცნობილი გახდა, საიდან ჰქონდათ თბილისში ტერორისტებს იარაღი

სამუშაოები კვირას დაიწყება.

მედიის ინფორმაციით, სულ რემონტსა და გასამაგრებელ სამუშაოებზე თბილისის მერია 300 000 ლარის დახაჯვას აპირებს.

ჯერ კიდევ სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მოსახლეობა ჟურნალისტებთან საუბრისას ახცადებდა, რომ აღნიშნული კორპუსი ავარიულია, მაგრამ მერიის სპეციალიტების მიერ ჩატარებულმა საგულდაგულო შემოწმებამ აჩვენა, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისია.

ხუთი დაზიანებული ბინა კორპუსის მესამე სადარბაზოს პირველ სამ სართულზე მდებარეობს, განაცხადა მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ.

„უშუალოდ კორპუსს რაც შეეხება, ის 80-იან წლებშია აშენებული და კორპუსი მდგრადია. მანამდე ლოკალურად იყო დაზიანებული კორპუსზე გადახურვის პარაპეტები, რომლებიც უნდა შეკეთდეს. დანარჩენი სართულები საცხოვრებლად ვარგისია. ჩვენმა სპეციალისტებმა კორპუსი შეისწავლეს დეტალურად და იქ რაიმე ავარიულობის ნიშანი არ არის. გამაგრების სამუშაოები დასჭირდება მხოლოდ ლოკალურად გადახურვის პარაპეტებს. ეს საშიში არ არის“, – განაცხადა ლაშა სამხარაძემ.

მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო
მამუკა არეშიძე: საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გარკვეულწილად არსებობს

ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციის დროს ადგილობრივ მცხოვრებთა კუთვნილი 28 ავტომობილი დაზიანდა. გარკვეული დროით ეს ავტომობილები ექსპერტიზაზე იყო წაყვანილი, შაბათს კი მეპატრონეებს დაუბრუნდა. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, სახელმწიფო ზარალს აანაზღაურებს.

„უახლოეს პერიოდში გვექნება ამ მანქანების აღწერა და მათი მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია. ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ ამ ოპერაციის ფარგლებში მიყენებულ ნებისმიერ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო“, — განაცხადა ბენდელიანმა.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი — რუსეთის მოქალაქე საიდ დუდაევი, სამი გარდაცვლილია. მათგან ორი ლიკვიდირებულია, ერთმა — ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
„ოცნება“: ჩატაევი სააკაშვილის დროინდელ ხელისუფლებასთან კავშირშია

ორი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) აღმოაჩინა სამალავი, სადაც, გამოძიების ვერსიით, ინახებოდა ის იარაღი, რომელიც ტერორისტულმა ჯგუფმა წინააღმდეგობისას გამოიყენა. ინფორმაცია სამალავის შესახებ საქართველოს სუს-მა აშშ-ის FBI-სგან (აშშ–ის გამოძიების ფედერალური ბიურო) მიიღო, რომელიც გამოძიებაში პირველივე დღეებში ჩაერთო.

აშშ ამჟამად საქართველოს სპეცოპერაციისას მოკლული ორი პირის ვინაობის დადგენაში ეხმარება.

სუს-ის მონაცემებით, სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე ჩატაევსა და მის თანამზრახველებს იარაღის დაყრა და დანებება შესთავაზეს, მაგრამ მათ ცეცხლი გახსნეს.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის სპეცრაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი, დაიჭრა სუს-ის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი.


ყველა ახალი ამბავი
0