საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები სამ კვირას გაგრძელდება

CC BY 2.0 / Charlie Vinz / kindergartenსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატარა თბილისელებს საახალწლოდ მთელი სამი კვირით დაითხოვენ

თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 25 დეკემბერს დაიწყება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2018 წლის 15 იანვარს განახლდება.

თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის სახელმწიფო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.


ყველა ახალი ამბავი
0