23:53 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისის მერია

თბილისის მერია მოსახლეობას დაუახლოვდება

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (180)
37 0 0

თბილისის მერიაში მოქალაქეების მიღება ახალი განრიგით მომავალი კვირიდან დაიწყება.

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ განცხადება გააკეთა სპეციალური ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს კვირაში ორჯერ გამართავს.

კალაძის სიტყვებით, მერიაში ბევრი განცხადება შედის, ასევე „ცხელ ხაზზე" შედის მოქალაქეთა ზარები, რომლებიც მერთან შეხვედრას ითხოვენ. კალაძემ განმარტა, რომ სპეციალური ჯგუფის შექმნა დაკავშირებულია იმასთან, რომ მას ფიზიკურად არ აქვს დრო, რომ თითოეულ მათგანს შეხვდეს.

„იმისთვის, რომ მოქალაქეების მერიასთან კოორდინაცია უფრო გამართული იყოს, მე მივიღე გადაწყვეტილება სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც კვირაში ორჯერ მიიღებს მოქალაქეებს. შესაბამისად, ისინი მოისმენენ ინფორმაციას მათი პრობლემების შესახებ და ჩვენ, ჩვენი სამსახურების კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში, აუცილებლად მოვახდენთ მათზე რეაგირებას", — განაცხადა კალაძემ ბრიფინგზე.

თბილისის მერიაში მოქალაქეების მიღება ახალი განრიგით მომავალი კვირიდან დაიწყება, კერძოდ: ხუთშაბათს 10:00-დან 15:00 საათამდე და პარასკევს 13:00-დან 18:00 საათამდე.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თბილისის მერიის მიზანია დედაქალაქის მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაცია. შემდგომ დღეებში ჩვენ ვგეგმავთ ის ახალი ინოვაციური პროგრამა წარმოვადგინოთ, რომლის შესახებაც ვსაუბრობდი წინასაარჩევნო კამპანიის დროს", — აღნიშნა კალაძემ.

მერმა განმარტა, რომ თბილისის ყველა მცხოვრებს, რომლებსაც ქალაქთან დაკავშირებული კონკრეტული პროექტები ექნებათ, შეუძლიათ საკუთარი იდეები მერიაში მიუსვლელად წარადგინონ.

„მთლიანობაში, მოქალაქეების ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სპეციალური პლატფორმა შეიქმნას, რათა დედაქალაქის განვითარებაში რაც შეიძლება მეტი მოქალაქე იყოს ჩართული“, – აღნიშნა მერმა.

თემები:
თბილისი დღეს (180)

მთავარი თემები