თბილისის ახალი მთავრობის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობის სხდომაზე განიხილავენ საკადრო ცვლილებებს, მერიის სტრუქტურულ რეფორმებსა და მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. დედაქალაქის ახალი მთავრობა დღეს პირველ სხდომას გამართავს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ასევე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, თუ ვის წარადგენს მერი კახა კალაძე მერიის ოთხი უწყების — არქიტექტურის სამსახურის, ქონების მართვის სააგენტოს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელების პოზიციებზე.

საახალწლო სათამაშოები ნაძვის ხეზე - Sputnik საქართველო
თბილისი ახალ 2018 წელს ახლებურად შეხვდება

მთავრობის სხდომაზე განიხილავენ მერიის სისტემის სტრუქტურულ რეფორმებსა და მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს.

ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება უძრავი ქონების დაკანონების საკითხი. საქმე ეხება უძრავი ქონების დაკანონებას მათთვის, ვინც წლების განმავლობაში სარგებლობს საცხოვრებლით, მაგრამ მისი საკუთრებაში მიღება ამ დრომდე ვერ მოახერხა.

თბილისის მერიაში სხდომა 11 საათზე დაიწყება.

თბილისის საკრებულომ თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილი ქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 17 ნოემბერს დაუჭირა.

 

ყველა ახალი ამბავი
0